Thumbnail

ეროვნული ლიგა | 5 გოლი წყალტუბოში - საბურთალომ ტორპედოს მოუგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ტორპედო 2:3 საბურთალო
  • კიდევ ერთი უხვგოლიანი მატჩი ეროვნულ ლიგაში

ეროვნული ლიგის მე-13 ტური წყალტუბოში გაიხსნა, სადაც ქუთაისის ტორპედომ თბილისის საბურთალოს უმასპინძლა. გულშემატკივარმა კიდევ ერთი უხვგოლიანი, დაძაბული და საინტერესო მატჩი იხილა.

თამაში 8 წუთის დაწყებული იყო, როდესაც სანდრო ალთუნაშვილმა გახსნა ანგარიში და საბურთალო დაწინაურდა, 0:1. პირველ ტაიმში კიდევ ორი გოლი გავიდა: 32-ე წუთზე, ბუდუ ზივზივაძემ გაქვითა ანგარიში, ამ ეპიზოდიდან 5 წუთში კი ლაშა შინდაგორიძემ კიდევ ერთხელ დააწინაურა თბილისური გუნდი, 1:2.

მეორე ნახევარში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს. 56-ე წუთზე, ოლეკსანდრ აზაცკიმ საკუთარი კარი დალაშქრა და ანგარიში 1:3 გახდა, თორნიკე კაპანაძემ კი მე-60 წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2:3.

სატურნირო ცხრილს 13 თამაშიდან 27 ქულით სწორედ საბურთალო ლიდერობს, მეორე ადგილზე კი 25 ქულით ბათუმის დინამოა, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ხვალ გორის დილას ესტუმრება. ტორპედო 23 ქულით მესამე ადგილზეა.

ტორპედო 2:3 საბურთალო

გოლები: 0:1 ალთუნაშვილი (8), 1:1 ზივზივაძე (32), 1:2 შინდაგორიძე (37), 1:3 აზაცკი (56-საკ. კარში), 2:3 კაპანაძე (60).

კომენტარები

ბოლო ამბები