Thumbnail
  • სულშერი სენეგალელში სარეკორდო თანხის გადახდას აპირებს
  • იტალიურ კლუბს კულიბალის გაყიდვა არ სურს  

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი სამიზნე კალიდუ კულიბალია. 27 წლის მცველი თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. კარგი თამაშით კი გრანდების ყურადღებაც მიიქცია.

მანჩესტერელთა მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს სეზონის ბოლო ნაწილის ცუდად ჩატარების შემდეგ გუნდის უკანა ხაზის გაძლიერება სურს და ამისთვის მზადაა სენეგალელ ფეხბურთელში სარეკორდო თანხაც კი გადაიხადოს. ამ დროისთვის, ყველაზე ძვირად შეძენილი მცველი ვირხილ ვან დაიკია, რომელშიც ლივერპულმა 18 თვის წინ 75 მილიონი ფუნტი გადაიხდა. წლევანდელ სეზონში კი ჰოლანდიელი პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 

თავად ნაპოლის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტის კალიდუს გაყიდვა არ სურს. კულიბალს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, თუმცა კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად 2021 წელს 130 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ უკანახაზელს გუნდის დატოვება შეუძლია.

27 წლის ფეხბურთელმა ნაპოლის რიგებში ეს სეზონიც წარმატებით ჩაატარა. იგი მთელი სეზონის განმავლობაში უკანა ხაზის ლიდერი იყო და გუნდს დაეხმარა დაეკავებინა მეორე ადგილი სერია A-ში.

კომენტარები

ბოლო ამბები