Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი ცნობილია - ლივერპულში ეს არ გაუხარდათ

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • დამირ სკომინა ლიგის ფინალს პირველად იმსაჯებს
  • წლევანდელ გათამაშებაში მან 4 მატჩში იმსაჯა

ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ერთმანეთს ორი ინგლისური კლუბი ტოტენჰემი და ლივერპული დაუპირისპირდება, სლოვენიელი არბიტრი დამირ სკომინა იმსაჯებს.

42 წლის არბირტისთვის ეს ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალი იქნება, თუმცა მას აქამდე 2017 წლის ევროპალიგის ფინალი ნამსაჯი აქვს, სადაც ერთმანეთს ამსტერდამის აიაქსი და მანჩესტერ იუნაიტედი დაუპირისპირდნენ. სლოვენიელმა ასევე იმსაჯა 2012 წლის უეფას სუპერთასი (ჩელსი-ატლეტიკო).

დამირ სკომინას წლევანდელი ლიგის ოთხი თამაში აქვს განსჯილი. მათ შორის დეკემბერში ენფილდზე გამართული შეხვედრა - ლივერპული V ნაპოლი (1:0). ასევე დამირმა იმსაჯა 1/4 ფინალის საპასუხო მატჩი პსჟ-სა და მანესტერ იუნაიტედს შორის. 

სლოვენიელ არბიტრთან მერსისაიდელებს ცუდი მოგონებები აკავშირებთ. დამირ სკომინას ლივერპულის 5 თამაში აქვს ნამსაჯი, საიდანაც ინგლისურმა კლუბმა 4 შეხვედრა წააგო და მხოლოდ ერთში გაიმარჯვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები