Thumbnail

'ეს ჩვენი ანრია!' - პორტუგალიელების მხარდაჭერა ეგუტიძეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ეგუტიძის შეცდომა ბაქოს გრანდ სლემზე
  • პორტუგალიელებმა ანრის მხარდაჭერა გამოუცხადეს

ბაქოში დასრულებულ ძიუდოს გრანდ სლემზე ანრი ეგუტიძეს, ჭიდაობისას, კიმონოდან მობილური ტელეფონი ამოუვარდა და შვედ რობინ პაცეკთან წაგება ჩაეთვალა. პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და კარგად იცის, რომ ტატამზე მობილურით გასვლა არ შეიძლება. სავარაუდოდ, ეგუტიძეს მობილური ტელეფონის გასახურებულ დარბაზში დატოვება დაავიწყდა.

ანრი სოციალურ ქსელში ბევრმა გააკრიტიკა, პორტუგალიის ძიუდოს ფედერაციამ კი ეგუტიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა და საკუთარ გვერდზე ვიდეო შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: ''ეს ჩვენი ანრია. გააზიარეთ ვიდეო, რათა ყველამ იცოდეს, როგორია ნამდვილი ანრი ეგუტიძე!'' - წერს პორტუგალიის ძიუდოს ფედერაციის გვერდი.

კომენტარები

ბოლო ამბები