Thumbnail
  • ფრანგული გრანდი ახალი სეზონისთვის გაძლიერებას გეგმავს
  • პარი სენ ჟერმენი ბევრი ფულის დახარჯვას აპირებს

ფრანგულ პრესაში პარი სენ ჟერმენთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. რამდენიმე წყარო წერდა, რომ კლუბის ხელმძღვანელები გუნდის დატოვებას და ახალი კლუბის შეძენას აპირებდნენ, თუმცა ბოლო დღეებია, ასეთი ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.

LE PARISIEN-ის ინფორმაციით, პარიზელები ახალი სეზონისთვის ემზადებიან და აპირებენ, რომ მადრიდის რეალიდან 3 ფეხბურთელი დაიმატონ. პარი სენ ჟერმენის ხელმძღვანელების სიაში ისკო, გარეთ ბეილი და ტონი კროოსი მოხვდნენ. ფრანგული წყარო წერს, რომ მადრიდის რეალის სამ ვარსკვლავში პარიზელები 210 მილიონ ევროს იხდიან.

სავარაუდოდ, სეზონის დასრულების შემდეგ, პსჟ-ს იულიან დრაქსლერი და ედინსონ კავანი დატოვებენ. დრაქსლერს მიუნხენის ბაიერნს უკავშირებენ, ხოლო კავანის - მილანის ინტერს.

კომენტარები

ბოლო ამბები