Thumbnail
  • პაუ გასოლი აგვისტოს ბოლომდე გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს
  • მსოფლიოს ჩემპიონატი 38 წლის ესპანელის გარეშე ჩატარდება

NBA-ს ორგზის ჩემპიონი პაუ გასოლი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იასპარეზებს! ეს ინფორმაცია ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ გაზეთ AS-ს დაუდასტურა. 38 წლის გასოლს ხუთშაბათს მარცხენა ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს.

“პაუ გასოლი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. სამწუხაროა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს ვერ შეძლებს - ჩვენ ის ძალიან დაგვაკლდება,” - განაცხადა სკარიოლომ. შეგახსენებთ, რომ იტალიელი ტორონტოში მთავარი მწვრთნელის ასისტენტია და რეპტორსი NBA-ს ნახევარფინალში სწორედ გასოლის მილუოკი ბაქსს ხვდება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • მილუოკი
  • ტორონტო

პაუ გასოლმა 2009 და 2010 წლებში ლოს ანჯელეს ლეიკერსთან ერთად NBA მოიგო, ესპანეთის ნაკრებთან ერთად კი ერთხელ მსოფლიოს, სამჯერ კი ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. 

მსოფლიოს ჩემპიონატი წელს ჩინეთში გაიმართება - ტურნირი 31 აგვისტოს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება. ესპანეთის ნაკრები C ჯგუფში, ირანთან, პუერტო რიკოსთან და ტუნისთან ერთად ითამაშებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • მილუოკი
  • ტორონტო
  • გოლდენ სტეიტი
  • პორტლენდი

კომენტარები

ბოლო ამბები