Thumbnail

ფუტსალის ლიგა | პირველი ფინალისტი თელასია!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თელასმა ქუთაისის მართვე მესამე ნახევარფინალურ შეხვედრაშიც დაამარცხა 
  • ამასობაში, გამოვლინდნენ ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალისტები

საქართველოს ფუტსალის ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი ფინალისტი გამოვლინდა. თელასმა ქუთაისის მართვე მესამე ნახევარფინალურ შეხვედრაშიც დაამარცხა და დასკვნით ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ენერგეტიკოსები პირველივე ტაიმში სამი ბურთით დაწინაურდნენ, დარჩენილ დროში კი უპირატესობა შვიდამდე გაზარდეს. ქუთაისელებმა მხოლოდ ორი ბურთის გაქვითვა შეძლეს და საბოლოოდ, მატჩი 7:2 დასრულდა. გამარჯვებული გუნდიდან ორ-ორი გოლით შოთა თოფურია და ნუკრი ჭუმბურიძე გამოირჩნენ. შეგახსენებთ, რომ თელასმა გასულ ორ  შეხვედრაში 5:0 და 5:3 იმარჯვა.

ამასობაში, ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალისტების ვინაობა გაირკვა. გადამწყვეტ დუელში ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები: ილიაუნი და თსუ 2 დაუპირისპირდებიან.

ნახევარფინალების დასკვნით მატჩში ილიაუნი პსპ-ს შეხვდა. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ფარმაცევტებმა მეთერთმეტე წუთზე გახსნეს ანგარიში, მაგრამ მატჩის დასრულებამდე ილიაუნიმ ორი უპასუხო გოლი გაიტანა და 2:1 მოიგო. პირველ ნახევარფინალში პსპ-ს ჰქონდა მოგებული და ამიტომ, ფინალისტი პენალტების სერიაში გამოვლინდა. სამ-სამი ცდის შემდეგ, დამატებითი დარტყმა გახდა საჭირო. ილიაუნის მეკარემ, გურამ ჯიჯელავამ გადამწყვეტი ექვსმეტრიანი მოიგერია და ილიაუნი ფინალში გავიდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები