Thumbnail

18-წლიანი ეპოქა მთავრდება - დანიელე დე როსი რომადან მიდის!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დანიელე დე როსი პარმასთან რომას მაისურით ბოლო მატჩს ჩაატარებს
  • მასზე მეტი თამაში რომაში მხოლოდ ფრანჩესკო ტოტის აქვს

რომას ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სეზონის ბოლოს, დანიელე დე როსი რომას დატოვებს. პარმასთან გასამართი მატჩი მის რომაულ კარიერაში ბოლო იქნება! დანიელემ რომაში 18 წელი ითამაშა და რომაული კარიერის დასრულების შემდეგ, მის ანგარიშზე 615 მატჩი იქნება.

''დანიელე რომას 18 წელი ემსახურა. ის ყოველთვის დარჩება რომას მოთამაშედ და გულშემატკივრად. მისი კარიერა ძალიან საინტერესო იყო. კლუბში თამაში 2001 წელს დაიწყო და საბოლოოდ, კაპიტნობას მიაღწია. ჩვენ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. დანიელე 36 წლისაა და კიდევ შეუძლია კარიერის გაგრძელება. მინდა, ვუთხრა, რომ ჩვენი გუნდის კარი მისთვის ყოველთვის ღიაა და ნებისმიერ დროს ველოდებით კლუბში ახალ პოზიციაზე,'' - განაცხადა რომას პრეზიდენტმა ჯიმ პალოტამ.

დანიელემ 18-წლიან რომაულ კარიერაში იტალიის თასი 2-ჯერ მოიგო, ხოლო ერთხელ იტალიის სუპერთასსაც დაეუფლა. იტალიელი ფეხბურთელი 2006 წელს გერმანიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას იტალიელი მოთამაშე.

Daniele De Rossi: Romanista, Capitano.

Daniele De Rossi will pull on the Giallorossi shirt for the final time against Parma next weekend. It will be the end of an era. Con il Parma, all’Olimpico, Daniele De Rossi giocherà la sua ultima partita con la nostra maglia. Sarà la fine di un’era.

Posted by AS Roma on ორშაბათი, 13 მაისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები