Thumbnail

NBA | ლებრონ ჯეიმსს ახალი მწვრთნელი ჰყავს, ჯეისონ კიდიც ლეიკერსში!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლებრონ ჯეიმსს ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს
  • ჩაგდებული სეზონის შემდეგ, ლეიკერსს ფრენკ ვოგელი გაწვრთნის
  • მისი ასისტენტი ლეგენდარული ჯეისონ კიდი იქნება

ლოს ანჯელეს ლეიკერსს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს! ჩაგდებული სეზონის შემდეგ (გუნდი პლეი ოფში ვერ გავიდა), ლებრონ ჯეიმსის გუნდს 45 წლის ფრენკ ვოგელი ჩაიბარებს. NBA-ს 16-გზის ჩემპიონმა ინდიანა პეისერსისა და ორლანდო მეჯიქის ყოფილი მთავარი მწვრთნელის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.

ვოგელმა ლეიკერსთან ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა, მისი ასისტენტი კი ლეგენდარული ჯეისონ კიდი იქნება! 46 წლის კიდს უკვე აქვს მწვრთნელობის გამოცდილება - ის ბრუკლინ ნეტსისა და მილუოკი ბაქსის დამრიგებელი იყო.

ჯეისონ კიდი მილუოკიში 2014-დან 2018 წლამდე მუშაობდა

შეგახსენებთ, რომ ლეიკერსი NBA-ს პლეი ოფში ზედიზედ მეექვსედ ვერ გავიდა. ჩაგდებული სეზონის შემდეგ, გუნდი მთავარმა მწვრთნელმა ლიუკ უოლტონმა დატოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები