Thumbnail

ჟოზე მოურინიო გვიხსნის, როგორ დაამარცხა ინტერით ბარსელონა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჟოზე 2010 წლის ნახევარფინალს იხსენებს
  • ინტერმა გვარდიოლას ბარსა 2010 წელს დაამარცხა...

ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგა პირველად 2003-04 წლების სეზონში პორტუთი მოიგო, თუმცა შემდეგ პორტუგალიელმა იგივეს გაკეთება 2009-10 წლებში, მილანის ინტერითაც შეძლო.

ფინალის გზაზე, ჟოზეს ყველაზე რთული ტესტი 2008-09 წლების სეზონში ახლადგამოჩენილი გვარდიოლას სუპერბარსელონა იყო, რომლის შეჩერებაც მოურინიომ ორი მატჩის ჯამში შეძლო.

ინტერმა ბარსას 'სან სიროზე' სნეირდერის, მაიკონის და მილიტოს გოლებით 3:1 მოუგო, ხოლო 'კამპ ნოუზე' გვარდიოლას გუნდმა 1-ზე მეტი ვერ გაიტანა და ფინალში ინტერი გავიდა.

"მთავარი გამოწვევა მესი-ალვეშის ფლანგის განეიტრალება იყო, როდესაც მესი სიღრმისკენ იწევდა, ალვეში ტყვიასავით გარბოდა ფლანგზე."

"ორი ვარიანტი იყო: 1. სიღრმისკენ წასულ მესის ძანეტი გაყოლოდა და მარცხენა მცველად პანდევი ჩაწეულიყო; 2. კამბიასოს ცენტრში ზონა არ დაეტოვებინა და ძანეტისთან კომუნიკაციაში ყოფილიყო. მეორე ვარიანტი ვარჩიეთ და ამან გაამართლა."

"ინდივიდუალურად აყვანა არ გვიცდია, სწორედ ამიტომ, იტალიური პრესა მატჩის შემდეგ მესისთან მიმართებაში ახსენებდა სიტყვას 'გაბია', რაც ციხეს ნიშნავს -  სწორედ ასე იყო ბარსას ათიანი ციხეში გამომწყვდეული გვყავდა."

"მაგრამ მატჩის მოსაგებად მარტო კარგი დაცვა არ კმარა - გოლიც უნდა გაიტანო! 30% ბურთის ფლობა გვქონდა, მაგრამ როდესაც ბურთს ვფლობდით, ზუსტად ვიცოდით, რა უნდა გვექნა..."

"პიკეს და პუიოლის უკან დატოვებულ სიღრმეებს დიეგო მილიტო იკავებდა, ხოლო გამტან პოზიციებს პანდევი, ეტ'ო და სნეიდერი სწრაფად ავსებდნენ - არავინ ელოდა იქ მაიკონის გამოჩენას, რომელიც იმ სეზონში საოცარი გარბენებით გამოირჩეოდა.

"ასეთ თამაშს ბარსა ლა ლიგაში მიჩვეული არ იყო. მათი მთავარი პრობლემა ჩვენი თავდასხმის სპეციფიურობასთან შეგუება იყო - ბუსკეცსი, კეიტა და მაქსველი უკან სწრაფად ვერ იხევდნენ და პოზიციებზე აგვიანებდნენ - ეს კარგად გამოვიყენეთ და ვიფქრობ, ამან მოგვაგებინა."

კომენტარები

ბოლო ამბები