Thumbnail

NBA | გოლდენ სტეიტი ისევ დურანტის გარეშე - ეს პორტლენდის შანსია!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გოლდენ სტეიტს კევინ დურანტი კონფერენციის ფინალის სტარტზეც დააკლდება
  • უორიორსის მწვრთნელი სტივ კერი კევინთან დაკავშირებით პროგნოზს ვერ აკეთებს

NBA-ს სუპერვარსკვლავი კევინ დურანტი მოქმედ ჩემპიონ გოლდენ სტეიტს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის სტარტზეც დააკლდება!

ტრავმის მიღებაბდე დურანტი ბრწყინვალე ფორმაში იყო

კევინი ტრავმირებულია და პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან პირველ მატჩს, რომელიც ოთხშაბათს გამთენიისას გაიმართება, აუცილებლად გამოტოვებს. უორიორსში ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს - 30 წლის დურანტი მატჩის განაცხადში არ არის. 

გოლდენ სტეიტის მთავარი მწვრთნელის, სტივ კერის თქმით, დურანტის დაბრუნებასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება ადვილი არ არის: “კევინს ჯერ კიდევ აწუხებს ტკივილები. ჩვენ არ გავრისკავთ მანამდე, სანამ ყველაფერში საბოლოოდ დარწმუნებულები არ ვიქნებით,” - აღნიშნა 53 წლის სპეციალისტმა.

კევინ დურანტი კონფერენციის ნახევარფინალში, ჰიუსტონ როკეტსთან მეხუთე თამაშში დაშავდა. ტრავმის მიღებამდე კევინი შესანიშნავ ფორმაში იყო - პლეი ოფში მის აქტივში საშუალოდ ერთ თამაშში 34,2 ქულაა.

კომენტარები

ბოლო ამბები