Thumbnail

The New York Times: მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთენ!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ამერიკული გაზეთის სენსაციური ინფორმაცია
  • სიტის შემდეგ რიგში პარი სენ-ჟერმენია

სენსაციურ ინფორმაციას აქვეყნებს "ნიუ იორკ ტაიმსი", ამერიკული გამოცემა ამტკიცებს, რომ უეფამ, შესაძლოა, მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთოს - მიზეზი უეფასა და ფიფას ფინანსური "ფეარ პლეის" წესების დარღვევაა. 

უეფა თვეების განმავლობაში იძიებს სიტის საქმეს და, როგორც "ნიუ იორკ ტაიმსი" იუწყება, გადაწყდა, გუნდი 1 წლით ჩამოაშორონ ჩემპიონთა ლიგას. 

გამოძიებას ბელგიის ყოფილი პრემიერი ივ ლეტერმი ხელმძღვანელობს. სწორედ მისი ინიციატივაა, რომ კლუბი მინიმუმ ერთი წლით მაინც დაისაჯოს. წყაროს ცნობით, სიაში შემდეგ პარი სენ-ჟერმენია.

შეგახსენებთ, ახლახან მანჩესტერ სიტიმ ბოლო 8 სეზონში მეოთხედ მოიგო პრემიერ ლიგა. 

კომენტარები

ბოლო ამბები