Thumbnail

გიოტებორგის ქართველი გმირი - ხარაიშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გიორგი ხარაიშვილმა გიოტებორგს ბოლოს მოაგებინა
  • ქართველი ლეგიონერის საუკეთესო შეფასებები

შვედეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში გიორგი ხარაიშვილის გიოტებორგმა სტუმრად 2:1 მოუგო ნორკიოპინგს და 16 ქულით მე-2 ადგილზეა. 22 წლის ქართველი ლეგიონერის გუნდი მხოლოდ ქულით ჩამორჩება მალმიოს. 

გამარჯვება კი გიოტებორგს ხარაიშვილმა მოუტანა, რომელმაც 85-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, მის პირველ დარტყმულს გადაეღობნენ, მაგრამ დამატებაზე ისევ ხარაიშვილმა დაასწრო ყველას. ეს გიორგის მე-3 გოლია სეზონში (7 მატჩში). შეგახსენებთ, რომ წინა ჩემპიონატში ხარაიშვილმა გიოტებორგის მაისურით 9 გოლი გაიტანა.

sofascore.com-მა ხარაიშვილის თამაში 7.7 ქულით შეაფასა, რაც გამარჯვებულ გუნდში საუკეთესო შედეგია. 3 გოლის გარდა ქართველის ანგარიშზე 3 საგოლე პასიცაა, ხოლო 7.57 საშუალო შეფასებით ის მეორე ადგილზეა შვედეთის ჩემპიონატში და მხოლოდ სიქსტენ მოლინს (8.05 ქულა) ჩამორჩება, რომელმაც მხოლოდ 2 მატჩი ითამაშა. 

კომენტარები

ბოლო ამბები