Thumbnail

ფლეტჩერი იუნაიტედში? - მანჩესტერი ტექნიკურ დირექტორს ეძებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დარენ ფლეტჩერი მანჩესტერ იუნაიტედის ხელმღვანელობას უკვე შეხვდა
  • შოტლანდიელი ტექნიკური დირექტორის თანამდებობასთან ახლოსაა

მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერლიგის ბოლო გათამაშება წარუმატებლად დაასრულა. სულშერის გუნდმა ბოლო ტურებში უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა და საბოლოოდ, 66 ქულით მე-6 ადგილზე გავიდა, რითიც მხოლოდ ევროპალიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

იუნაიტედის ხელმძღვანელობა კლუბში ძირეულ ცვლილებებს გეგმავს. მათ სურთ, რომ გუნდში ახალი ტექნიკური დირექტორი დაინიშნოს. ამ თანამდებობაზე დარენ ფლეტჩერის ვარიანტს აქტიურად განიხილავენ. შოტლანდიელი ფეხბურთელი მანჩესტერის ღირსებას 12 წელი იცავდა და ის კლუბის ხელმძღვანელობას უკვე შეხვდა, თუმცა ჯერ იუნაიტედში არაფერი გადაუწყვეტიათ.

SKY SPORTS-ის ინფორმაციით, არსებობს კიდევ ორი ვარიანტი: იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი რიო ფერდინანდი და ლაიპციგის დირექტორი პოლ მიჩელი. მანჩესტერში მიაჩნიათ, რომ ახალ ტექნიკურ დირექტორს მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, მთავარ ფავორიტად მაინც დარენ ფლეტჩერი რჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები