Thumbnail

ზედიზედ ორი 20+ ქულა - ბითაძის სუპერსტატისტიკა სუპერლიგაში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • NBA-ს დრაფტამდე გოგა სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
  • გოგა ბითაძე - 20 წუთში 20 ქულა ტამიშთან
სერბეთის ჩემპიონატში გოგას გამჩერებელი არავინაა

სერბეთის სუპერლიგის მე-5 ტურში გოგა ბითაძის მეგა ბიმაქსმა იოლად, 38-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა ტამიში - 102:64.

ქართველმა ცენტრმა ამ შეხვედრაში მხოლოდ 20:42 წუთი ითამაშა, თუმცა 20 ქულის ჩაგდება მოახერხა. მის ანგარიშზეა 3 მოხსნა, 4 პასი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა. 

ბითაძის გუნდი ჯგუფში მხოლოდ პარტიზანს ჩამორჩება და 5-დან 4 მოგებით მე-2 ადგილზეა. 16 მაისს მეგა სწორედ ლიდერ პარტიზანს მასპინძლობს.

გოგა ბითაძემ ბუდუჩნოსტში იჯარიდან დაბრუნების შემდეგ მეოთხედ ითამაშა და ყველა შემთხვევაში გადაცდა 10-ქულიან ზღვარს, ბოლო ორ მატჩში კი - 20-ქულიანს. 

ბითაძის ბოლო 4 მატჩი მეგა ბიმაქსში

V ნოვი პაზარი - 10 ქულა, 4 მოხსნა

V სლობოდა - 18 ქულა, 11 მოხსნა

V დინამიკი - 25 ქულა, 11 მოხსნა

V ტამიში - 20 ქულა, 3 მოხსნა, 3 დაფარება

კომენტარები

ბოლო ამბები