Thumbnail
  • თორნიკე შენგელიამ მთელი ღამე ჰოსპიტალში გაატარა
  • ქართველი რეგულარულის დარჩენილ მატჩებს ნიღბით ჩაატარებს

ესპანეთის ACB ლიგის 32-ე ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონიამ შინ ბურგოსს 87:79 მოუგო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა კი მატჩი ტრავმის გამო დატოვა. 12 წუთში მას 7 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი ჰქონდა, როცა თოკოს ცხვირი გაუტეხეს.

📺 თოკოს ცხვირი გაუტეხეს

თორნიკემ ღამე საავადმყოფოში გაატარა, სადაც მას ცხვირზე ოპერაცია დასჭირდა. შენგელია გუნდს რამდენიმე დღეში შეუერთდება და სეზონის ბოლომდე დამცავი ნიღბით მოუწევს თამაში. ქართველი ფორვარდისთვის ეს არ არის სიახლე, რადგან ცხვირი მან დეკემბერში ბარსელონასთან მატჩშიც გაიტეხა, რის გამოც სპეციალურად მის სახეზე მორგებული ნიღაბი დაამაზადეს

თოკო ნიღბით თამაშს ამ სეზონში უკვე მიჩვეულია

ესპანეთის ACB ლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე შენგელიას ბასკონია 25 მოგებით მე-2 ადგილზეა, წინ მხოლოდ რეალია 26 გამარჯვებით. 22 მაისს ბასკონია თად მაკფადენის ჟუვენტუდს მასპინძლობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები