Thumbnail

35 წლის ასაკში რობინ ვან პერსიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჰოლანდიელი დენ ჰააგთან მარცხით გააცილეს
  • მანჩესტერ იუნაიტედის და არსენალის ყოფილი ფორვარდი ფეხბურთიდან წავიდა...

დღეს როტერდამის ფეინოორდმა დე კუიპზე დენ ჰააგთან მატჩი 0:2 წააგო - ასე გააცილეს ჰოლანდიის ნაკრების და ფეინოორდის ვეტერანი - რობინ ვან პერსი ფეხბურთიდან.

ჰოლანდიელი უნიჭიერესი შემტევი, ფართო მასებმა პირველად არსენალიდან გაიცნო, სადაც ვან პერსიმ 2004-2012 წლებში ითამაშა - 'განერების' მაისურით ჩაატარა 278 მატჩი და 132 გოლის გატანა შეძლო.

არსენალიდან დიდი ტიტულების მოგების მიზნით, ვან პერსი მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა, სადაც ოცნება აიხდინა და 2012-13 წლებში პრემიერლიგის მოგება შეძლო. ჯამში იუნაიტედში 105 მატჩში, 58 გოლი გაიტანა და მანჩესტერს 3 სეზონის შემდეგ დაემშვიდობა.

კარიერის მიწურულს, ბოლო წლები ჰოლანდიის ნაკრების ვეტერანმა ფენერბახჩეში და მშობლიურ ფეინოორდში გაატარა. რობინ ვან პერსიმ ეროვნულ გუნდში 2005-2017 წლებში ითამაშა, სადაც 102-ჯერ მოირგო ჰოლანდიის ფორმა და 50 გოლი გაიტანა.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები