Thumbnail

პალერმო სერია A-ს ნაცვლად სერია -C ში! რატომ დასაჯეს სიცილიელები

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პალერმო ყოფილი მეპატრონის გამო დაისაჯა
  • ამის წყალობით პერუჯას სერია A-ში გადასვლის შანსი გაუჩნდა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGC) ეროვნული ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებით, პალერმო სერია C-ში დაქვეითდება. მიზეზი ფინანსური დარღვევებია, რაშიც სიცილიური კლუბი რამდენიმე თვის წინათ ამხილეს. ამ გადაწყვეტილებით, პალერმო სერია B-ს უკანასკნელ ადგილზე დაასრულებს, არადა, დელიო როსის გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავა და, თითქოს, სერია A-ს პლეი ოფის საგზურიც მოიპოვა. 

"როსანეროს" პლეი ოფში პერუჯა შეცვლის, რომელმაც მე-9 ადგილი დაიკავა. პალერმოს დასჯით, გავარდნას გადაურჩა ვენეცია, ხოლო ფოჯას შანსი მიეცა, ის დასარჩენ პლეი ოფში ითამაშებს. 
პალერმო ყოფილი მეპატრონის, მაურიციო ძამპარინის გამო დაისაჯა - ის ფულის გათეთრებაში ამხილეს - ძამპარინიმ კლუბი თავისივე შექმნილ კომპანიას "მიყიდა" და შემდეგ უკან მინიმალურ თანხად "გამოისყიდა". პალერმო გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს. 

პალერმომ პლეი ოფის საგზური ასკოლისთან მატჩში გაინაღდა

შეგახსენებთ, რომ სერია B-ს ამ გათამაშებას სკანდალები არ აკლდა - ჩემპიონატი სულაც 19 გუნდით დაიწყო. 

პალერმო სულ ახლახან შეიძინა ახალმა მფლობელმა, ორი დღეა, რაც გუნდმა სერია A-ს პლეი ოფის საგზური გაინაღდა, სადაც მეორე, ნახევარფინალური ეტაპიდან უნდა ეთამაშა. 

კომენტარები

ბოლო ამბები