Thumbnail

შიშვლები თასთან ერთად - ასე იზეიმეს იტალიელმა ფრენბურთელებმა ტიტული

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იტალიური იმოკო ვოლეი კონელიანოს ქალ ფრენბურთელთა გუნდმა ბოლო 4 წელიწადში იტალიის ჩემპიონატი მეოთხედ მოიგო. გოგონებმა მორიგი ტიტულის მოპოვება საკმაოდ თამამად იზეიმეს.

გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, 29 წლის ჯოანა ვოლოსმა ინსტაგრამზე გასახდელში გადაღებული ფოტოები გაავრცელა.

პლეი ოფის ფინალში ჩემპიონებმა ვოლეი ნოვარას სამივე სეტი მოუგეს. ცნობისათვის, 18 მაისს ეს გუნდები ისევ შეხვდებიან ერთმანეთს - უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც ბერლინში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები