Thumbnail

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ რუხში ფეხბურთის აკადემია აშენდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 6.5 ჰექტარ ფართობზე, ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი განთავსდება
  • დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და ტრიბუნები

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ რუხში, ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა იწყება. 13 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელში,  ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული, თბილისის დინამოს ვეტერანი ფეხბურთელები და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგნელები იმყოფებოდნენ. ლევან კობიაშვილმა, სოფელ რუხის მაცხოვრებლებს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ სრული ინფორმაცია გააცნო. 

6.5 ჰექტარ ფართობზე, ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი განთავსდება. დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და ტრიბუნები. აშენდება სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსი და გასახდელები.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, ფეხბურთის აკადემიის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ტერიტორიაზე, სადაც 2020 წელს სოფელ რუხის ფეხბურთის აკადემია იქნება, სიმბოლურად, სპეციალური კაფსულა ჩაეშვა. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით და მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და მთავრობის წარმომადგენლები სოფელ რუხში

 

კომენტარები

ბოლო ამბები