Thumbnail

ჭიდაობა | საქართველოს ნაკრების 7 მედალი ბუქარესტის ტურნირზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჩემპიონები გახდნენ ბეჟან ბარსიონიძე, დავით კუჭუაშვილი და გიორგი ჩიხრაძე
  • ქართველი ჭაბუკების წარმატება რუმინეთის დედაქალაქში

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულდა ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირი, სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონები ბეჟან ბარსიონიძე (55 კგ), დავით კუჭუაშვილი (71 კგ) და გიორგი ჩიხრაძე (110 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი გიგი ქურხულმა (60 კგ) მოიპოვა, მესამე საპრიზო ადგილები კი ნიკოლოზ სანთელაძემ (48 კგ), დავით აბდალაძემ (60 კგ) და საბა გამთენაძემ (92 კგ) დაიკავეს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში გიორგი კვინიკაძის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.
UWW-ს ეგიდით გამართულ ტურნირზე ჭიდაობის სამივე სახეობაში 22 ქვეყნის ხუთასზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლო ამბები