Thumbnail

TOP 5 | გმირები, რომლებიც შესაძლოა Dota 2-ში ვიხილოთ

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • სავარაუდოდ - Rix, Sorla Kan, Kanna, Prellex და Mazzie-ს შესახებ არაფერი გსმენიათ
  • იმის ალბათობა, რომ თამაშში ამ გმირებს ვიხილავთ, საკმაოდ დიდია

Dota 2-ის მეცხრე International აგვისტოში გაიმართება. Valve თამაშის მოყვარულებს სწორედ წლის მთავარი მოვლენის დაწყებამდე სთავაზობს სიახლეებს. შესაბამისად, Artifact-ში განვითარებული მოვლენების (Lore) მიხედვით, ვეცდებით გამოვიცნოთ, თუ ვინ იქნება შემდეგი გმირი, რომელსაც Dota 2-ის მოთამაშეები იხილავენ.

გასაგებია, რომ Artifact Valve-ს ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი თამაშია, მაგრამ ისტორიების კუთხით საკმაოდ ბევრ ინფორმაციას იძლევა, მით უმეტეს, რომ ორ თამაშს ერთი და იგივე სამყარო აერთიანებს.

Artifact-ის გამოშვებისას, 177-დან 44 გმირი იყო, ოთხი კი შემდეგ დაემატა. საინტერესოა, რომ ამ გმირებიდან ხუთი - Rix, Sorla Kan, Kanna, Prellex და Mazzie Dota 2-ში ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არაა.

Rix

Rix იშვიათი 'მწვანე გმირის კარტია'. Dota 2-ის სამყაროში ის მგლის მსგავსი რასის წარმომადგენელია, რომელსაც ვული ჰქვია და რომელიც სანამ აჯანყდებოდა ბრინჯაოს ლეგიონის წევრი იყო. Rix ლეგიონის ხელმძღვანელის Tresdin-ის დაუძინებელი მტერია. როდესაც ისინი ერთ მხარეს იბრძოდნენ, Miresa Sunbreeze-მა Tresdin გააფრთხილა - 'შენ Rix მოგკლავს.'

Sorla Khan

კიდევ ერთი გმირი, რომელსაც ისტორია ორივე თამაშთან აკავშირებს Sorla Khan-ია. Dota 2-ში Sorla ოგოლდის რასის წარმომადგენელი და აგრესიული მეომარია. Artifact-ში, ის უკვე წითელი ნისლის არმიის ლიდერია და Axe-ს მოსაკლავად ეძებს. Axe-ს გარდა, ის Pangolier-თაც ინტერესდება. თამაშების ისტორიაში რამდენიმე შემთხვევაა, როდესაც Axe და Juggernaut იმას განიხილავენ, თუ როგორ გაუმკლავდნენ Sorla Khan-ს.

Prellex

Prellex Artifact-ში ერთ-ერთი უსუსტესი გმირია, მაგრამ Dota 2-ის ისტორიაში, ის რადიანტის მსახურია, რომელიც 'უძველესმა' (Ancient) გააძლიერა და ფანატიკოსების არმიის შექმნის ნიჭით დააჯილდოვა. მას ასევე აქვს კავშირი საინტერესო უნართან, რომელსაც 'მორწმუნეთა შეკრება' ჰქვია და Prellex-ს ერთი ჯარისკაცის გამოძახების საშუალებას აძლევს. Prellex Kanna-s დედაა, ხოლო Kanna კი 'დაირის' (Dire) უმაღლესი ღვთისმსახურია.

Mazzie

ეს გმირი Artifact-ში ხშირად შეგხვდებათ. Mazzie-ს დაცვითი უნარები გამოარჩევს და Dota 2-ის სამყაროში ინჟინერია. მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რომ Kardel Sharpeye-ს (სნაიპერი) მეგობარი და Mireska-ს მტერია. Mezzie Valve-ს ყოფილი თანამშრომლის, Drew Wolf-ის პროექტის ნაწილი იყო და პერსონაჟის დიზაინის დათვალიერება სწორედ მის პორტფოლიოში შეგიძლიათ.

Kanna

Kanna, რომელიც Artifact-ის ერთ-ერთი უძლიერესი გმირია, Dota 2-ში საიდუმლოებით მოცული და დემონის მსგავსი ღვთისმსახურია. Juggernaut-ის ფრაზით თუ ვიმსჯელებთ, ის Kanna-ს დაბრუნებას უფრთხის - 'Azwraith, იმედია Kanna-ს დაბრუნების შესახებ არაფერი გაგიგია'. ამ სიტყვებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე - Juggernaut-იც და Phantom Lancer-იც Kanna-ს კარგად იცნობენ და მისი სამყაროში დაბრუნების ეშინიათ.

რატომ ეს გმირები?

თამაშების ისტორიას თუ გავითვალისწინებთ, ამ გმირებს ნამდვილად შეუძლიათ, რომ Dota 2-ის მუდმივად განვითარებად სამყაროში გამოჩნდნენ. საგულისხმოა, რომ მათი დიდი ნაწილი სხვადასხვა პერსონაჟების ნათქვამ ფრაზებში ფიგურირებენ და ხუთივე მათგანი Artifact-ის ნაწილია. Valve-მ არაერთგზის აღნიშნა, რომ ამ ორ თამაშში განვითარებული მოვლენები, ერთმანეთთან კავშირში მუდამ იქნება.

სხვა გმირები კი, რომლებიც Artifact-ის სამყაროში ფიგურირებენ (J'Muy, Farhan, Keefe და Debbi) Dota 2-ში არსად გვხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები