Thumbnail

ქართველი ფალავნების ტრიუმფი ბრაზილიაში - 4 ოქროს მედალი პლაჟის ჭიდაობაში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ყველა წონით კატეგორიაში გამარჯვება ქართველებმა მოიპოვეს
  • ჩემპიონები: ლევან ქელეხსაშვილი, დავით ხუციშვილი, დავით მარსაგიშვილი, მამუკა კორძაია

რიო დე ჟანეიროში გამართულ მსოფლიო სერიის რიგით მეორე ტურნირზე პლაჟის ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა 4 ოქროს მედალი მოიპოვა. შეჯიბრება 4 წონით კატეგორიაში გაიმართა და ყველა კატეგორიაში გამარჯვება ქართველმა ფალავნებმა მოიპოვეს. 

ჩემპიონები გახდნენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ). აქვე აღვნიშნოთ, რომ ტურნირზე მსაჯად იყო მიწვეული საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ზაზა ჯიბლაძე.

ეს იყო სან-დიეგოს ქვიშის მსოფლიო თამაშების მეორე სალიცენზიო ტურნირი. მსოფლიო სერიის მესამე ტურნირი 9-10 აგვისტოს ოდესაში გაიმართება, მეოთხე ტურნირი კი 6-7 სექტემბერს ზაგრებში. წლის მთავარ შეჯიბრებას, ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებს, რომელიც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ეგიდით ტარდება, 12-13 ოქტომბერს სან-დიეგო უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები