Thumbnail

ისრაელ ფოლაუ: ნაკრებში დაბრუნება სატანის სამსახური იქნება!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ისრაელ ფოლაუმ თავის მდგომარეობაზე ისაუბრა
  • ავსტრალიელმა მორაგბემ განცხადება სიდნეის ეკლესიაში გააკეთა

ავსტრალიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ ისრაელ ფოლაუმ საკუთარ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს ნანობს. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელი მორაგბე სოციალურ ქსელში გავრცელებული უპატივცემულო განცხადებების გამო ნაკრებიდან მოკვეთეს. გარდა ამისა, ფოლაუს სპონოსორებმა კონტრაქტიც გაუწყვიტეს.

📋 მეტი ამ თემაზე

ფოლაუმ ახალი განცხადება სიდნეის ეკლესიაში გააკეთა. ''სიტუაციის გამოსწორების ბევრი შესაძლებლობა არსებობდა. შეიძლებოდა, საქმე გაცილებით მარტივად ყოფილიყო. შემეძლო ჩემი სიტყვების უკან დაბრუნება, თუმცა სატანა სწორედ ასე მუშაობს - ის გთავაზობს ისეთ სიამოვნებას, რომელიც კარგად გამოიყურება და თავს კომფორტულად გაგრძნობინებს, თუ ამ ყველაფრის წინააღმდეგ წახვალ, ნებისმიერ გაჭირვებასა და განსაცდელს დაძლევ!'' - განაცხადა ფოლაუმ სიდნეიში გამართულ საკვირაო წირვაზე.

ვარატასის მორაგბეს ეროვნულ ნაკრებში 73 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 32 ლელოა. ავსტრალიის ნაკრები მსოფლიო თასს მთავარი ვარსკვლავის გარეშე შეხვდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში სწორედ ავსტრალიასთან ერთად ითამაშებს. ''ბორჯღალოსნები'' 'ვოლაბებს' 11 ოქტომბერს შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები