Thumbnail

'97 ქულით სხვა ყველა ქვეყანაში ჩემპიონი გავხდებოდი' - ამბობს იურგენ კლოპი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კლოპმა სიტის შესახებ ისაუბრა
  • გერმანელი ამბობს, რომ გუნდის განვითარება ამით არ შეწყდება...

გუშინ დასრულებული პრემიერლიგის ბოლო ტურის შემდეგ, იურგენ კლოპმა განვლილ სეზონზე ისაუბრა, რომელიც მანჩესტერ სიტიმ 1 ქულიანი უპირატესობით მოიგო.

"97 ქულა დავაგროვეთ, ამ შედეგით და სტატისტიკით, რაც სეზონის მანძილზე გვქონდა - სხვა ყველა ქვეყანაში ჩემპიონები გავხდებოდით, მაგრამ აქ სიტი გვყავს..." - ამბობს კლოპი.

❤️ Thank you Reds

Reds, thank YOU! ✊❤️ YNWA

Posted by Liverpool FC on კვირა, 12 მაისი, 2019

"თუმცა ბაზაზე, ქალაქში, ენფილდზე - პრემიერლიგის მოგება ყველას ისე სურს, რომ ჩვენი განვითარება აქ არ შეწყდება და კიდევ უფრო მეტად ვეცდებით ჩემპიონატის მოგებას." 

შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა ბოლოს ინგლისის ჩემპიონატი 1989-90 წლების სეზონში მოიგო, მიუხედავად ამისა ჩემპიონობის რაოდენობით მერსისაიდელებს (18), მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედი უსწრებს (20).

კომენტარები

ბოლო ამბები