Thumbnail

ჭიდაობა | 17 მედალი კიევის ტურნირზე - საქართველოს ნაკრების ტრიუმფი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გუნდურ ჩათვლაში ორივე სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა
  • ქართველი მოჭიდავეების ბრწყინვალე შედეგი კიევის საერთაშორისო ტურნირზე

ქართველმა მოჭიდავეებმა კიევში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 17 მედალი მოიპოვეს. შესანიშნავად იასპარეზა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა. გიორგი იანტბელიძის გუნდმა 10-წონითი კატეგორიიდან 4-ში ოქროს მედალი მოიპოვა, აქედან ორში კი ქართული ფინალი შედგა.

ჩემპიონები გახდნენ ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ). იაკობიშვილმა ფინალში თანაგუნდელ რამაზან მალაკოევს მოუგო, კენჭაძემ კი ზურაბ ერბოწონაშვილს. ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა. ოთარ გოგავა და თეიმურაზ ვანიშვილი (ორივე 61 კგ) ბრინჯაოს.

ირაკლი მწითური კიევის ტურნირის გამარჯვებულია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან უმაღლესი სინჯის მედალი გელა ბოლქვაძემ (77 კგ.) მოიპოვა. ქერიმ მაჩალიკაშვილმა (63 კგ) და გურამ ხეცურიანმა (87 კგ) მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი 5 ქართველი ავიდა: დავით ბაკურიძე (63 კგ), იური ლომაძე (72 კგ), ბექა მამუკაშვილი, გელა ბოლქვაძე (ორივე 77 კგ) და სულხან ბუიძე (130 კგ).

საერთო გუნდურ ჩათვლაში როგორც თავისუფალი, ასევე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.

გელა ბოლქვაძე კიევის ტურნირის გამარჯვებულია

კომენტარები

ბოლო ამბები