Thumbnail

ფარიკაობა | გუნდური მე-11 ადგილი და სანდრო ბაზაძის წინსვლა მსოფლიო რეიტინგში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მადრიდში გაიმართა მსოფლიო თასი ფარიკაობაში
  • ჩემპიონატის დასკვნით დღეს გუნდური შეჯიბრი ჩატარდა

მადრიდში გაიმართა მსოფლიო თასი ფარიკაობაში. ჩემპიონატის დასკვნით დღეს გუნდური შეჯიბრი ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა სანდრო ბაზაძის, ბექა ბაზაძის, მიხეილ მარდალეოშვილის და საბა სულამანიძის შემადგენლობით მე-11 ადგილი დაიკავა. გუნდური შეჯიბრი იტალიის ნაკრებმა მოიგო.

საქართველოს ნაკრებმა ჯერ ბელარუსი დაამარცხა 45:35, შემდეგ ირანთან დამარცხა 41:45, შემდეგ ეგვიპტეს მოუგო 45:25, რუმინეთთან წააგო 38:45 და ბოლოს, იაპონია დაამარცხა 45:43. მოკლედ, ქართველმა მოფარიკავეებმა სამი დუელი მოიგეს და ორი წააგეს, ეს კი მეთერთმეტე ადგილს ეყო. გუნდურ შეჯიბრში სულ 27 ნაკრები მონაწილეობდა.

აქვე აღვნიშნოთ, რომ მადრიდში გამართული მსოფლიო თასის შემდეგ, რეიტინგში დაწინაურდა სანდრო ბაზაძე. ესპანეთის დედაქალაქში გამართულ ტურნირზე 210 სპორტსმენიდან ქართველი საუკეთესო 16-ში მოხვდა. შედეგად, სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში სამი საფეხურით დაწინაურდა და მე-13 ადგილს იკავებს. სამი საფეხურით დაწინაურდა მიხეილ მარდალეოშვილი, რომელიც 48-ე ადგილზეა, ბექა ბაზაძე კი 56-ე პოზიციას იკავებს.

სანდრო ბაზაძე

 

კომენტარები

ბოლო ამბები