Thumbnail

დრაკონების დედა და სპრინტერი ძაღლები - NBA-ს მატჩებზე ბევრი რამით გაერთობი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჰიუსტონ როკეტსის საშინაო არენას ემილია კლარკი ეწვია
  • ტორონტოში მატჩის დიდ შესვენებაზე არენაზე სპრინტერი ძაღლები გამოჩნდნენ

ჰიუსტონ როკეტსისთვის საკალათბურთო სეზონი დასრულებულია. გოლდენ სტეიტთან პლეი ოფის სერია მხოლოდ 6 შეხვედრის განმავლობაში გაგრძელდა და მოქმედი ჩემპიონების სასარგებლოდ დასრულდა, 4:2. ბოლო და გადამწყვეტი მატჩი როკეტსმა ჰიუსტონში დათმო, კევინ დურანტის გარეშეც უორიორზი უკეთესი გუნდი გამოდგა.

სეზონის ბოლო თამაში როკეტსმა წააგო იქ, სადაც როგორც წესი სხვებზე ძლიერია და სადაც ყოველთვის ძალიან კარგი გარემოა. საკალათბურთო ასოციაციის მატჩებზე თავად კალათბურთი დიდი შოუს მხოლოდ ერთი ელემენტია, დარბაზში და მის მიმდებარედ ბევრი საინტერესო რამ ხდება. ამ კუთხით Toyota Center გამორჩეულია.

როკეტსის ბოლო საშინაო შეხვედრას თავად დრაკონების დედა დაესწრო. სამეფო კარის თამაშების ერთ-ერთი მთავარი გმირის, ემილია კლარკის გამოჩენას განსაკუთრებული ოვაცია მოჰყვა.

საკულტო სერიალის გმირებიდან არავინ ჩასულა ტორონტოში, თუმცა Scotiabank Arena-ზე შეკრებილი ადამიანები კავაი ლეონარდის ფანტასტიური თამაშის პარალელურად, კიდევ ერთი ექსკლუზიური სანახაობის მომსწრენი გახდნენ. სპრინტერი ძაღლების შეჯიბრისთვის თვალის დევნება ალბათ მთელი დღის განმავლობაში, მოწყენის გარეშე შეიძლება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები