Thumbnail

სკანდალი ლატვიაში - რუსებმა ღამის კლუბში პორზინგისი დაასისხლიანეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლატვიაში, ღამის კლუბში, კრისტაპს პორზინგისს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
  • ESPN-ის ინფორმაციით, მას რუსები დაესხნენ თავს

NBA-ს ვარსკვლავ კრისტაპს პორზინგისს ისევ უსიამოვნება აქვს!

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ დალასის მძიმე ფორვარდი ღამის კლუბიდან დახეული მაისურით და სისხლიანი სახით გამოდის. როგორც გაირკვა, ეს ლატვიაში მოხდა - პორზინგისს ღამის კლუბში რამდენიმე ადამიანმა შეუტია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ESPN-ის ინფორმაციით, თავდამსხმელები რუსები იყვნენ.

ვიდეოში ჩხუბის მომენტი არ ჩანს. ეს კადრები მოგვიანებითაა გადაღებული - როდესაც დალასის ვარსკვლავი ღამის კლუბიდან გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ლატვიელი კრისტაპს პორზინგისი დალასში ლეგენდარული დირკ ნოვიცკის შემცვლელად ესახებათ. მავერიკსმა 23 წლის მძიმე ფორვარდი იანვარში, ნიუ იორკ ნიქსიდან გადაიბირა. მარტში ცნობილი გახდა, რომ ნიუ იორკში მას მეზობელი უჩივის და გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

კომენტარები

ბოლო ამბები