Thumbnail

რონალდოს პროვოკაცია, ფლორენცის პასუხი - იუვე ახალი ფორმით რომასთან დამარცხდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რომამ იუვენტუსს 2:0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლას აგრძელებს
  • ჯალოროსიმ ფლორენცისა და ჯეკოს გოლებით მოიგო
  • იუვემ ახალი ფორმით პირველად ითამაშა

იუვენტუსს იტალიის ჩემპიონობა განაღდებული აქვს და ბოლო მატჩებში მოტივაცია აკლია. რომა კი ამ მატჩის წინ მაქსიმალურად მოტივირებული იყო - “ჯალოროსი” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ტურინული გრანდის დამარცხება ძალიან სჭირდებოდა!

მატჩის 59-ე წუთზე რომას კაპიტან ალესანდრო ფლორენცის და კრიშტიანო რონალდოს უსიამოვნო შელაპარაკება ჰქონდათ, რასაც პორტუგალიელის მხრიდან პროვოკაცია მოჰყვა - მან ფლორენცის ხელის მოძრაობით მიანიშნა, პატარა ხარო. მათ შორის სხვა ფეხბურთელები ჩადგნენ.

65-ე წუთზე კრიშტიანოს გოლი არ ჩაუთვალეს - იუვეს სუპერვარსკვლავი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

მატჩის დასრულებამდე 11 წუთი იყო დარჩენილი, როცა სწორედ ფლორენციმ გახსნა ანგარიში - რომას კაპიტანმა ჯეკოს პასის შემდეგ, შჩესნის ბურთი თავზე ლამაზად გადაუგდო. იუვემ შეუტია, მაგრამ არათუ ვერ გაათანაბრა, არამედ კონტრშეტევაზე მეორე გოლიც მიიღო, რომელიც ჯეკოს ანგარიშზეა. 

იუვენტუსმა ახალი ფორმით ითამაშა

სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, რომა 62 ქულით მე-6 ადგილზეა და ჯერ კიდევ აქვს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი, რადგან მესამეადგილოსან ატალანტას 3 ქულით ჩამორჩება, მეოთხე პოზიციაზე მყოფ ინტერს კი - 1 ქულით. მეხუთე ადგილზე მილანია - ასევე 62 ქულით.

რომა 2:0 იუვენტუსი

გოლები: 1:0 ფლორენცი (79), 2:0 ჯეკო (92)

რომა (4-3-3): მირანტე - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - პელეგრინი (67. კრისტანტე), ნ’ზონზი, ძანიოლო - კლუივერტი (78. ჩენგიზ უნდერი), ჯეკო, ელ შაარავი.

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - დე შილიო (85. ჟოაო კანსელო), კასერესი, კიელინი, სპინაცოლა - კუადრადო, ემრე ჯანი, პიანიჩი (71. ბენტანკური), მატუიდი (84. ალექს სანდრო) - დიბალა, რონალდო.

📺 ვიდეო: რომა 2:0 იუვენტუსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები