Thumbnail

ნაცუ ბაშო | ცურიდაში! ტოჩინოშინმა მეტოქე აიტაცა და დოჰიოდან გადადგა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლევან გორგაძემ ზაფხულის ბაშოზე მეორე ბრძოლაც მოიგო
  • ტოჩინოშინმა დაიეიშო ცურიდაშით დაამარცხა

ტოკიოში სუმოს მექა "კოკუგიკანში" წლის მესამე სუპერტურნირის, ზაფხულის (ნაცუ) ბაშოს მე-2 დღის ორთაბრძოლები გაიმართა.

დასავლეთის სეკივაკე ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-2 მაეგაშირა დაიეიშოს შეხვდა. ქართველმა სუმოისტმა ცურიდაშით გაიმარჯვა - მან მეტოქე ჰაერში აიტაცა და ისე გადადგა დოჰიოდან! ტოჩინოშინს 2-0 ბალანსი აქვს. 

ასპარეზობის მესამე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-4 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება. ურთიერთშეხვედრებში 7:5-ია ტოჩინოშინის სასარგებლოდ. ამ ბაშოზე ოკინოუმის ჯერ გამარჯვება არ აქვს. 

ჯურიოს დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ჯურიოს მე-8 ნომერ კიოკუტაისეის შეხვდა და ჰიკიოტოშის ილეთით დათმო. მას 1-1 ბალანსი აქვს და ჩიონოუმის ხვდება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირს ტრავმის გამო დააკლდა დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, რომელმაც იმპერატორის თასი რეკორდულად, 42-ჯერ მოიგო. ტოჩინოშინს ამ ბაშოზე 15-დან სულ მცირე, 10 ორთაბრძოლის მოგება ესაჭიროება, რომ ჩემპიონის (ოძეკი) რანგი დაიბრუნოს.  

კომენტარები

ბოლო ამბები