Thumbnail

სიტი ინგლისის ჩემპიონია! მეექვსე ტიტულს მანჩესტერელები ბრაიტონში ზეიმობენ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბრაიტონი 1:4 მანჩესტერ სიტი
  • 1:0 - მიურეი (27), 1:1 - აგუერო (28), 1:2 - ლაპორტე (38), 1:3 - მაჰრეზი (63), 1:4 - გიუნდოგანი (72)
  • სიტის მეექვსე ჩემპიონობა!

პრემიერლიგის ბოლო, ოცდამეთვრამეტე ტურში პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი საჩემპიონო მატჩში გასვლაზე ბრაიტონს დაუპირისპირდა  და მეტოქე იოლად - 1:4 დაამარცხა.

თუმცა მატჩი გვარდიოლას გუნდისთვის დაძაბულად დაიწყო, 27-ე წუთზე ბრაიტონმა გახსნა ანგარიში, გუნდის საუკეთესო ფორვარდმა - გლენ მარიმ ბურთი სიტის კარში თავით გაიტანა.

მაგრამ კუნ აგუერომ ინიციატივა გამოიჩინა და საჭირო გოლი მალევე გაიტანა - 83 წამში! აგუეროს გოლს ლაპორტეს თავური მოჰყვა და ამან ბრაიტონელების ხასიათის გატეხვა აქედან დაიწყო.

მეორე ტაიმში რიად მაჰრეზიმ და ილქაი გიუოდგანმა ეფექტური გოლები გაიტანეს. მატჩში დაძაბულობა 63-ე წუთზე მაჰრეზის გოლით მოკვდა. 

საბოლოოდ სიტიმ ჩემპიონობა მეექვსედ მოიპოვა, მანჩესტერელებს ინგლისის ჩემპიონატი  1936–37, 1967–68, 2011–12, 2013–14, 2017–18 და 2018-19 წლებში აქვთ მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები