Thumbnail

ზაალიშვილმა ბაქოს გრანდ სლემი მოიგო! იპონით დამარცხებული რუსი მეტოქე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ნაკრებმა ბაქოს გრანდ-სლემი 3 მედლით დაასრულა
  • გელა ზაალიშვილმა ბაქოში ოქროს მედალი მოიგო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოს გრანდ სლემი 3 მედლით დაასრულა: ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. გელა ზაალიშვილმა ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა. მან ფინალში რუსი რუსლან შახბაზოვი დაამარცხა, რომელსაც იპონით სძლია და კარიერაში პირველად გრანდ სლემის მოგება შეძლო.

ზაალიშვილმა ფინალამდე ჰოლანდიელი როი მეიერი, მასპინძლი რუსტამ კოსტოიევი და კიდევ ერთი რუსი მეტოქე, ანტონ კრივობოკოვი დაამარცხა. ზაალიშვილმა ტურნირზე 5 გდება შეასრულა, აქედან 4 იპონი და ერთი ვაზარი. პირველ დღეს საქართველოს ნაკრებს თემურ ნოზაძემ ვერცხლის მედალი მოუტანა, ხოლო მეორე დღეს ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაო.

გელა ზაალიშვილმა რუსი რუსლან შახბაზოვი იპონით დაამარცხა

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 12 მაისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები