Thumbnail

'ამისთვის მზად არ ვარ' - რა შემთხვევაში დატოვებს მაურისიო პოჩეტინო ტოტენჰემს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • პოჩეტინო ტოტენჰემიდან მიდის?
  • არგენტინელმა მომავალზე ისაუბრა...

მაურისიო პოჩეტინო, რომელსაც 2018 წლის იანვრიდან ტრანსფერი არ გაუკეთებია, რამდენიმე დღის წინ საკუთარი სპურსით ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, რაც გუნდის მდიდარ ისტორიაში ალბათ ყველაზე დიდი მოვლენაა.

არგენტინელი გუნდში უკვე 5 წელია მუშაობს, მშვენიერი გუნდი შეკრა, სპურსი მის ხელში ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარულად თამაშობს. ასევე აღსანიშნავია ლონდონელების თამაშის მანერა, სანახაობრივი და ლამაზი ფეხბურთი, რასაც კეინის გუნდი შედეგს კარგად უხამებს.

თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად "პოჩის" ტიტული ჯერ არ მოუგია - ამით და სამომავლო გეგმებით შეშფოთებული არგენტინელი ფინალის წინ მკაფიოდ და ღიად საუბრობს. "მომავალში ყველაფრისთვის მზად ვარ" - ამბობს პოჩეტინო...

"მაგრამ რისთვისაც არ ვარ მზად ეს გეგმის გარეშე საქმის დაწყებაა." - მოგეხსენებათ ტოტენჰემმა ახალი სტადიონი ააშენა და ბოლო წლებში ტარნსფერებზე ფული ამ მიზეზით იზოგებოდა. "ღია, ჯანსაღი იდეა მჭირდება, რასაც გავყვები..."

"გულშემატკივრებთან მართალი უნდა ვიყო, უნდა ვუთხრა ხალხს რას ვაპირებთ მომავალში. თუ ჩვენგან ელით ისეთივე შედეგს, როგორიც აქვთ ლივერპულს, ჩელსის და მანჩესტერულ კლუბებს, მაშინ რაღაც უნდა შევცვალოთ, სულ ესე ვერ გაგრძელდება." - ამბობს არგენტინელი და გუნდის აღმასრულებელ დირექტორს დენიელ ლევის დამაფიქრებელ მესიჯს უგზავნის.

"რაღაცის შეცვლაში მაინცდამაინც მეტი, ან ნაკლები ფულის ხარჯვას არ ვგულისხმობ, მაგრამ ახლანდელი სიტუაციით კიდევ რამის მიღწევის იმედი რომ გვქონდეს, გულუბრყვილოები უნდა ვიყოთ."

პოჩეტინოს ჟოზე მოურინიოს იუნაიტედიდან გაშვების შემდეგ მანჩესტერის მთავარ მწვრთნელად მოიაზრებდნენ, თუმცა კლუბმა პოსტი 3 წლიანი კონტრაქტით ოლე გუნარ სულშერს დაუთმო.

ასევე არის საუბრები ვალვერდეს ბარსად წასვლის შემდეგ, "პოჩის" კატალონიაში დაბრუნებაზე, თუმცა ესპანიოლის ყოფილ კაცს ნათქვამი აქვს, რომ ბარსას არასოდეს გაწვრთნის, ეს შეხედულება კი რასაკვირველია შესაძლოა შეიცვალოს.

თუ გინდა ამ კაცზე მეტი გაიგო: პოჩი - რა ვიცით ტოტენჰემის ნიუელსელი ძველი ბიჭის შესახებ?

კომენტარები

ბოლო ამბები