Thumbnail

ზაალიშვილი ფინალშია! გელა ოქროსთვის რუს ძიუდოისტთან იბრძოლებს

  • მძიმე წონა - გელა ზაალიშვილი V რუსლან შახბაზოვი
  • მესამე მედლის შანსი ბაქოდან

აზერბაიჯანის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ოქროს მედლის მოგების შანსი აქვს. მძიმე წონაში გელა ზაალიშვილმა ფინალში გააღწია. მან ნახევარფინალური დაპირისპირება რუს ანტონ კრივბოკოვს იპონით მოუგო და ფინალში კიდევ ერთ რუსს, რუსლან შახბაზოვს შეხვდება.

სამწუხაროდ, ფინალურ ბლოკში ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლაშა ბექაური, ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი ვერ გავიდნენ. საქართველოს ნაკრებს ორი მედალი აქვს: თემურ ნოზაძე (ვერცხლი), ტატო გრიგალაშვილი (ბრინჯაო). ფინალური ბლოკი SILK UNIVERSAL-ზე 17:00-საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები