Thumbnail

რომის მასტერსი | ბასილაშვილმა ფუჩოვიჩს მეორედ მოუგო!

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:1, 7:6 მარტონ ფუჩოვიჩი
  • ბასილაშვილი მომდევნო წრეში კუკუშკინს ან დიერეს შეხვდება

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსი, რომელიც ATP 1000-იანი სერიის ტურნირია, გამარჯვებით დაიწყო. მან უხერხული მეტოქე მარტონ ფუჩოვიჩი ორ სეტში, 6:1, 7:6 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ნიკასთვის ეს ფუჩოვიჩთან გამართული მე-6 დაპირისპირება იყო და ქართველმა კარიერაში მეორედ მოახერხა უნგრელი ჩოგბურთელის დამარცხება. მარტონმა ბასილაშვილს 2019 წელს როტერდამსა და მონაკოში მოუგო.

ქართველი ჩოგბურთელი პირველ სეტში დიდ უპირატესობას ფლობდა. ნიკამ მეტოქის სამი გეიმი მოიგო და 6:1 იმარჯვა, რის შემდეგაც მეორე სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ბასილაშვილმა ფუჩოვიჩს 7:2 აჯობა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც კუკუშკინსა და დიერეს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები