Thumbnail

იმედის ფსონი | ლესტერი მოუგებს ჩელსის, ვალენსია ვერ მოუგებს ალავესს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 12 მაისის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

სანამ დღევანდელ ბილეთებს გაგაცნობდეთ, გეტყვით, რომ შაბათის გადაცემის სტუმრის, გიგა გვენცაძის ბილეთმა მოიგო! სპორტულმა ჟურნალისტმა ატალანტას, კაენის, დიჟონისა და გალათასარაის მოგებები გამოიცნო - ბილეთის კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით 15,9 გახლდათ.

დღეს, გადაცემის ავტორმა და წამყვანმა ლევან სალუქვაძემ 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 12,8 გახლავთ. აღსანიშნავია, რომ სამი მატჩი ინგლისიდანაა, ყველაზე მაღალი კოეფიციენტი კი ლესტერის მოგებას აქვს ჩელსისთან (2,52).

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

“ტოტენჰემი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია და ევერტონისთვის ნამდვილად არ სცალია. ლონდონელებს ისედაც საკადრო პრობლემები აქვთ და ფრთხილად ითამაშებენ, რომ ისტორიული ფინალის წინ კიდევ ვინმე არ დაკარგონ. ასე რომ, ტოტენჰემისა და ევერტონის მატჩში ორიანსაც ვფიქრობ, მაგრამ X2-ს დავწერ. 

ასევე X2-ს ვფიქრობ უოტფორდისა და ვესტ ჰემის მატჩზეც, რადგან უოტფორდი თასის ფინალზე ფიქრობს. ლესტერისა და ჩელსის შეხვედრაში პირდაპირ მასპინძლების გამარჯვებას ვიღებ, რადგან ჩელსის პრემიერლიგაში მოტივაცია აღარ აქვს, ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე განაღდებული აქვს.

რაც შეეხება ტილბურგისა და ემენის მატჩს - აქ მასპინძლებს მე-8 ადგილის დაკავება სურთ. თასი მოიგო აიაქსმა და ევროპალიგას ერთი ადგილი ემატება და მე-8 პოზიციაზე მოხვედრა ტილბურგს სურს და უნდა მოუგოს ემენს.”

დღეს, გადაცემის სტუმარი გიორგი ჭინჭარაული იყო, რომელმაც 3-მატჩიანი ბილეთი შეადგინა (12,9 ევროპაბეთის მიხედვით). ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ვალენსია-ალავესის X2-ს აქვს (2,89).

მაყურებლის ბილეთი 6 მატჩისგან შედგება და მისი კოეფიციენტია 21,7. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები