Thumbnail

ტრანსფერები | რეალი თუ ბაიერნი - ვინ მოიგებს კრისტიან ერიკსენისთვის ბრძოლას?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრისტიან ერიკსენისთვის რეალი და ბაიერნი იბრძვიან
  • შარშან, ტოტენჰემმა დანიელში 250 მილიონი ევრო მოითხოვა

კრისტიან ერიკსენი ტოტენჰემთან ერთად გრანდიოზულ სეზონს ატარებს - 27 წლის დანიელი გამთამაშებელი, ლონდონურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ლოგიკურია, რომ ერიკსენის გადაბირება გრანდებს სურთ. ესპანური ‘მარკას’ ინფორმაციით, ტოტენჰემის გამთამაშებლისთვის ორი გრანდი იბრძვის - მადრიდის რეალი და მიუნხენის ბაიერნი.

‘მარკა’ წერს, რომ რეალს ერიკსენის შეძენა შარშანაც სურდა, მაგრამ მაშინ ტოტენჰემმა 250 მილიონი ევრო მოითხოვა. დარწმუნდნენ რა, რომ ამხელა თანხას არავინ გადაიხდის, ტოტენჰემის ხელმძღვანელები, დიდი ალბათობით, ნაკლებსაც დათანხმდებიან. ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, ბაიერნი მზადაა, რეალს კონკურენცია გაუწიოს, თუმცა 150 მილიონზე მეტს არც ბავარიული გრანდი გადაიხდის.

კრისტიან ერიკსენი სპურსში 2013 წლიდან თამაშობს. დანიელს ტოტენჰემთან კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს გაფორმებული. ამ სეზონში ერიქსენმა 49 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები