Thumbnail

‘სუარესი მატყუარა და თაღლითია!’ - მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ბარსას ფორვარდს შეუტია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლეგენდარულმა ფრანგმა მცველმა ლუის სუარესი გააკრიტიკა
  • ფრანკ ლებეფს ბარსელონას ურუგვაელი ფორვარდი სძულს

ლუის სუარესი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარული არ არის. ქცევისა და თამაშის სტილის გამო ურუგვაელი ბევრს არ უყვარს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მარცხის შემდეგ, სუარესს კატალონიური გრანდის ცნობილმა ფანმა შეუტია.

ფრანკ ლებეფი

“ბარსელონას ფანი ვარ და ეს ყველამ იცის, მაგრამ ლუის სუარესის გამო გამიხარდა, რომ ბარსა ლივერპულთან გავარდა,” - განაცხადა ლეგენდარულმა ფრანგმა მცველმა ფრანკ ლებეფმა RMC Sport-თან ინტერვიუში. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონმა პირდაპირ თქვა: “ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც სუარესია, პატივს არ ვცემ!”

“მატყუარა და თაღლითია! მისი სტილი მეზიღება! მის წინააღმდეგ თამაშის საშუალება რომ მომცემოდა, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ მოედანი დაეტოვებინა,” - დასძინა ლებეფმა, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები ლონდონის ჩელსიში (1996–2001) აქვს გატარებული. ფრანგის აზრით, სუარესი ახალგაზრდა ადამიანებისთვის ძალიან ცუდი მაგალითია.

კომენტარები

ბოლო ამბები