Thumbnail

PREVIEW | პრემიერლიგის ბოლო ტური, სადაც შეცდომების ადგილი აღარ არის!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 12 მაისი | ⌚18:00 | ⚽ ბრაიტონი V სიტი
  • 📅 12 მაისი | ⌚ 18:00 | ⚽ ლივეპრული V ვულვზი

პრემიერლიგის ბოლო ტურში, პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი გასვლაზე ბრაიტონს დაუპირისპირდება, სადაც მანჩესტერელები პრემიერლიგის მოგებას შეეცდებიან.

ბრაიტონს პრემიერლიგაში ადგილი გარანტირებული აქვს, გუნდი მეჩვიდმეტეზე იმყოფება და ასპარეზობას შემდეგ სეზონშიც პრემიერლიგაში განაგრძობს.

"მათ პრემიერლიგის მოგება უნდათ, ჩვენ კი როგორც პროფესიონალი ფეხბურთელები ყოველკვირა მატჩის მოგებას ვცდილობთ." - ამბობს ბრაიტონის ლუის დანკი.

საჩემპიონო ბრძოლაში ჩართული ლივერპული ბოლო ტურში ენფილდზე ვულვერჰემპტონს მასპინძლობს და სავარაუდოდ პრემიერლიგის მესვეურებს სათადარიგო თასი ლივერპულშიც აქვთ ჩატანილი.

ვულვზი წელს კარგი გუნდია, რომელმაც ქულები ჩელსის, ტოტენჰემს, იუნაიტედს და არსენალს წაართვა. ესპირიტო სანტოს ვულვერჰემტპონი ლიგის დასრულებას 60 ქულით მეშვიდე ადგილზე შეეცდება.

"ჩვენს, სიტის და სხვა გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ სტაბილურობაა, არამგონია, როგორც გუნდი ვინმეს ვჯობდეთ პრემიერლიგაში, ყველას მაგარი გუნდი ჰყავს და ამის დამტკიცებას ვულვზიც შეეცდება." - ამბობს კლოპი.

საინტერესო ფაქტები

⚽ გასულ 4 საშინაო მატჩში, ბრაიტონმა პირველი ტაიმი ყველგან 1:0 წააგო.

⚽ სიტი გასვლაზე ყველაზე ცოტა გოლს უშვებს, საშუალოდ 0.56.

⚽ ბრაიტონის ბოლო 5 მატჩში, საშუალოდ 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

⚽ ვულვზის სტატისტიკა პირველი ექვსეულის გუნდებთან გასვლაზე - 1 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება.

⚽ სადიო მანეს წელს ენფილდზე 3 დუბლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები