Thumbnail

შევიდა და გაიტანა! ვაკო ყაზაიშვილის პირველი გოლი ახალ სეზონში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის სან ხოსე ნიუ ინგლენდთან 1:3 დამარცხდა
  • ქართველი ფეხბურთელები ძირითად შემადგენლობაში არ იყვნენ
  • ვაკო თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო და სეზონში პირველი გოლი გაიტანა

გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის სან ხოსეს 4-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გუნდი MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლოადგილოსან ნიუ ინგლენდ რევოლუშენთან 1:3 დამარცხდა.

სან ხოსედან ერთადერთი გოლი ყაზაიშვილმა გაიტანა - ვაკომ თანაგუნდელთან ბურთი ეფექტურად გაითამაშა, დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და მეტოქის მეკარეს მოგერიების შანსი არ დაუტოვა. 

ეს ყაზაიშვილის პირველი გოლია ახალ სეზონში, სულ კი, MLS-ში 16 გოლი აქვს გატანილი.

აღსანიშნავია, რომ ყაზაიშვილი და კაშია სასტარტო შემადგენლობაში არ იყვნენ. სან ხოსეს მთავარმა მწვრთნელმა მატიას ალმეიდამ ვაკო თამაშში მეორე ტაიმიდან ჩართო, კაშიამ კი 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

11 მატჩის შემდეგ, სან ხოსეს 11 ქულა აქვს (3-2-6) და დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. ქართველების გუნდი მომდევნო მატჩს 18 მაისს, ჩიკაგოსთან გამართავს.

GOOOOAAAAALLLLLLLL SAN JOSE! VAKO GETS ONE LATE! 1-3!

Posted by San Jose Earthquakes on შაბათი, 11 მაისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები