Thumbnail

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 12-26 მაისი - ნაცუ ბაშო
  • ტოჩინოშინმა ჩიოტაირიუ დაამარცხა
  • გაგამარუმ დაიშომარუ დაამარცხა

ტოკიოში სუმოს მექა "კოკუგიკანში" დაიწყო წლის მესამე სუპერტურნირი ზაფხულის (ნაცუ) ბაშო. 
ასპარეზობის პირველ დღეს დასავლეთის სეკივაკე ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-3 მაეგაშირა ჩიოტაირიუს შეხვდა, ორჯერ აიტაცა მეტოქე ჰაერში და იორიკირის ილეთით გაიყვანა. 

ნაცუ ბაშოს მე-2 დღეს ქართველი სეკივაკე მე-2 მაეგაშირა დაიეიშოს ხვდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 5:1-ს უგებს. 

ჯურიოს მე-7 ნომერი გაგამარუ მე-8 ნომერ დაიშომარუს დაუპირისპირდა. ქართველმა გოლიათმა ნაცუ ბაშო გამარჯვებით დაიწყო, მან იორიკირით დაამარცხა მეტოქე. მისი მომდევნო მეტოქე კვლავ ჯურიოს მე-8 ნომერია, ამჯერად, კიოკუტაიესი. 

შეგახსენებთ, რომ ტურნირს ტრავმის გამო დააკლდა დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, რომელმაც იმპერატორის თასი რეკორდულად, 42-ჯერ მოიგო. ტოჩინოშინს ამ ბაშოზე 15-დან სულ მცირე, 10 ორთაბრძოლის მოგება ესაჭიროება, რომ ჩემპიონის (ოძეკი) რანგი დაიბრუნოს.  

კომენტარები

ბოლო ამბები