Thumbnail

'დე მიყვარხარ' - ხოჭოლავამ გაიტანა, შახტარი თითქმის ჩემპიონია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • შახტარი 2:1 ოლექსანდრია
  • დავით ხოჭოლავას მე-2 გოლი სეზონში

უკრაინის ჩემპიონატის 28-ე ტურში დონეცკის შახტარმა ხარკოვში უმასპინძლა ოლექსანდრიას და 2:1 მოუგო. დავით ხოჭოლავას გუნდმა ამით 73 ქულა დააგროვა და უკვე შემდეგ ტურში შეუძლია ჩემპიონის ტიტულის გაფორმება. 

მატჩის მე-4 წუთზე ქართველმა მცველმა თავით გახსნა ანგარიში. 26 წლის ქართველი მცველისთვის ეს მეორე გოლია ჩემპიონატში. სულ უკრაინის პრემიერ ლიგაში ხოჭოლავას 4 სეზონის განმავლობაში 6 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ დედის დღესთან დაკავშირებით შახტარის ფეხბურთელები მოედანზე სპეციალური მაისურებით გამოვიდნენ - ქართველ მცველს მაისურის წინა მხარეს დედის ფოტო ჰქონდა და ეწერა: "დე მიყვარხარ",  ზურგზე კი "ქეთი" ეწერა. 

შახტარის ფეხბურთელებმა დედაბი დააფასეს

სხვათა შორის, ანალოგიური შემთხვევა მოხდა ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში, როცა ბასკონიას კალათბურთელებმა მაისურებზე დედების გვარები დაიწერეს, თორნიკე შენგელიას მაისურზე "თევზაძე" ეწერა. 

წაიკითხე | ორი ქართველი MVP - შერმადინისა და შენგელიას წარმატება

📺 დავით ხოჭოლავას გოლი

კომენტარები

ბოლო ამბები