Thumbnail
  • ლაიპციგი 0:0 ბაიერნი
  • ლეონ გორეტცკას გოლი ვიდეორეფერიმ გააუქმა
  • ტიაგო ალკანტარას ტრავმა
  • დორტმუნდი 3:2 დიუსელდორფი

ბოლოსწინა, 33-ე ტურის ყველა მატჩი ერთდროულად გაიმართა - მიუნხენის ბაიერნი ვერ გახდა გერმანიის ჩემპიონი ტურით ადრე. "რეკორდმაისტერი" ლაიპციგს ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. 50-ე წუთზე ლეონ გორეტცკამ მასპინძელთა კარში გაიტანა, მაგრამ VAR-მა გოლი გააუქმა თამაშგარე მდგომარეობის გამო.

მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო ტიაგო ალკანტარამ, თუმცა მატჩის შემდეგ კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ სერიოზული არაფერია და ესპანელი ბოლო ტურში აუცილებლად ითამაშებს. 

გორეტცკამ ზეიმიც მოასწრო, მაგრამ...

ნიკო კოვაჩი (ბაიერნი): "დღეს ბუნდესლიგის კარგი მატჩი ვიხილეთ ბევრი დუელით, მე მოთამაშეების ასპარეზობით კმაყოფილი დავრჩი".

ბაიერნი 75 ქულით ლიდერობს და ახლა მხოლოდ ორი ქულით უსწრებს დორტმუნდის ბორუსიას, რომელმაც 5-გოლიან თრილერში დიუსელდორფი 3:2 დაამარცხა. ლაიპციგი 66 ქულით მესამე ადგილზეა. 

გერმანიაში ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში, გადამწყვეტი ბურთების სხვაობაა. ასე რომ, ფრე ბაიერნს პრაქტიკულად გაუნაღდებს შანსს, რადგან +52 აქვს, ხოლო დორტმუნდს +35. ბაიერნის ფრის შემთხვევაში, ბოლო ტურში დორტმუნდმა 18-გოლიანი სხვაობით უნდა მოიგოს, რაც არარეალურია. 

დორტმუნდი კრისტიან პულიშიჩმა დააწინაურა

ასე რომ, დორმტუნდი მხოლოდ ერთ შემთხვევაში გახდება ჩემპიონი, თუ 18 მაისს ბაიერნი შინ აინტრახტთან დამარცხდება, ხოლო თავად სტუმრად გლადბახში იმარჯვებს. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ბუნდესლიგას დაემშვიდობნენ ჰანოვერი და ნიუერნბერგი, ხოლო შტუტგარტი პლეი დაუნში ითამაშებს მეორე ბუნდესლიგის გუნდთან.

⚽ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის რეალურად სამი გუნდი იბრძის - გლადბახი - 55 ქულა,

⚽ ლევერკუზენი 55 და აინტრახტი - 54. თეორიული შანსი აქვს ვოლფსბურგსაც - 52. 

⚽ ბოლო ტურის წინ ლიდერს 2-ქულიანი (ან მეტი) უპირატესობა ბუნდესლიგაში მხოლოდ 3-ჯერ აქვს განიავებული. ბოლოს ეს 2000 წელს მოხდა, როცა ლევერკუზენმა 3-ქულიანი უპირატესობა გაანიავა და მას ბაიერნი დაეწია. 

შტუტგარტმა მოიგო და პირდაპირ გავარდნას გადაურჩა

⚽ რაფინიამ ბაიერნის მაისურით 266-ე მატჩი ითამაშა და ჯოვანი ელბერს დაეწია, რომელიც ბრაზილიელთა შორის ამ მაჩვენებლით აქამდე პირველზე იყო.

⚽ დორტმუნდი პირველი გუნდია, რომელმაც სეზონის ყველა საშინაო მატჩში შეძლო სულ მცირე, 2 გოლის გატანა (სულ 51 გოლი). 

⚽ არიენ რობენმა ბუნდესლიგაში მე-200 მატჩი ითამაშა.

⚽ ბაიერნი ზედიზედ მე-7 ტიტულს (და 29-ეს) მოიგებს, თუკი ქულას მაინც აიღებს შინ აინტრახტთან თამაშში და დორტმუნდი სტუმრად გლადბახს 18-გოლიანი სხვაობით არ მოუგებს.

⚽ ლაიპციგი და ბაიერნი ერთმანეთს 25 მაისს გერმანიის თასის ფინალში შეხვდებიან. 

⚽ ლაიპიცგს 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (10 მოგება, 5 ფრე) - ახალი საკლუბო რეკორდი.

⚽ ლაიპციგის მეკარე გულაშიმ მე-16-ედ შეინახა ამ სეზონში კარი მშრალად და ამ მხრივ პირველ ადგილზეა. სვენ ულრაიხმა 8-ჯერ ითამაშა და კარი მშრალად 4-ჯერ შეინახა.   

ლაიპციგი 0:0 ბაიერნი

ბაიერნი (4-1-2-3): ულრაიხი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ტიაგო ალკანტარა (81. რაფინია) - მიულერი, გორეტცკა - გნაბრი (78. რიბერი), ლევანდოვსკი, კომანი (89. რობენი)

დორტმუნდი 3:2 დიუსელდორფი

გოლები: 1:0 პულიშიჩი (41), 1:1 ფინკი (47), 2:1 დელეინი (53), 3:1 გიოტცე (92), 3:2 კოვნაცკი (95)

გაძევება: ბოდრეკი (82. დიუსელდორფი)

გამოუყენებელი პენალტი: ლუკებაკიო (59. დიუსელდორფი)

სხვა თამაშები

აუგსბურგი 3:4 ჰერტა

ლევერკუზნი 1:1 შალკე

ჰანოვერი 3:0 ფრაიბურგი

ჰოფენჰაიმი 0:1 ვერდერი

ნიურნბერგი 0:4 გლადბახი

შტუტგარტი 3:0 ვოლფსბურგი 

კომენტარები

ბოლო ამბები