Thumbnail

ბაქოს გრანდ სლემი | ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველმა ძიუდოისტმა დასკვნით ორთაბრძოლაში ბერძენი დაამარცხა
  • საქართველოს ნაკრების აქტივში ორი მედალია: ვერცხლი და ბრინჯაო

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა სპორტსმენმა მთელი ტურნირი შესანიშნავად იარა: ჯერ რუმინელი ვლად ვისანი დაამარცხა, შემდეგ ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტს მოუგო, შესამე წრეში მასპინძელი მურად ფატიევი დაამარცხა და მეოთხედფინალში შვედ რობინ პაცეკსაც სძლია. სამწუხაროდ, ტატომ ნახევარფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვის ბარიერი ვერ გადალახა.

სამაგიეროდ, გრიგალაშვილმა ბერძენი ნტანაციდისი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა იპონით სძლია მეტოქეს. საქართველოს ნაკრების აქტივში ორი მედალია. პირველ დღეს, თემურ ნოზაძემ ვერცხლის მედალი აიღო.

ტატო გრიგალაშვილის ორთაბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის

კომენტარები

ბოლო ამბები