Thumbnail
  • ბარსა ამსტერდამელთა კიდევ ერთი მოთამაშის გადაბირებაზე ფიქრობს
  • ბარსელონას სამიზნეში 22 წლის ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკიც მოხვდა
  • კატალონიელებს აიაქის სამივე ფეხბურთელი ჯამში 170 მლნ ევრო დაუჯდებათ

ბარსელონა აიაქსის კიდევ ერთი ფეხბურთელის ტრანსფერით ინტერესდება. როგორც გამოცემა El Mundo Deportivo იუწყება, კატალონიური კლუბის სამიზნეში ამსტერდამელთა 22 წლის ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკიც მოხვდა.

ვან დე ბეეკი მესამე ფეხბურთელია, ვინც აიაქსიდან ბარსელონაში ამ ზაფხულს შეიძლება გადაბარგდეს. კატალონიელებმა წინასწარვე შეათანხმეს ფრენკი დე იონგის ტრანსფერი, რომელშიც აიაქსს 75 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ, ამჟამად აქტიური მოლაპარაკებები კი მცველის, მატეის დე ლიხტის გადასვლაზე მიმდინარეობს.

დონი ვან დე ბეეკი, მატეის დე ლიხტი და ფრენკი დე იონგი

რაც შეეხება ვან დე ბეეკს, ფეხბურთელის საბაზრო ფასი 25 მილიონი ევროთი განისაზღვრება. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა კლუბის მაისურით ჩატარებულ 55 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და 12 აგოლე პასი მიითვალა და მისით უკვე დაინტერესდნენ მადრიდის რეალი, პსჟ და ლონდონის ტოტენჰემი.

აიაქსის ფეხბურთელებისადმი ბარსელონას დაინტერესება გასაკვირი არაა. ამსტერდამულმა გუნდმა, ბევრისთვის მოულოდნელად, ჩემპიონთა ლიგის ½-ფინალამდე ისე გააღწია, რომ გზიდან მადრიდის რეალი და ტურინის იუვენტუსი ჩამოიცილა.

თუ ვან დე ბეეკთან ერთად, დე იონგისა და დე ლიხტის (70 მლნ) ტრანსფერებსაც გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ ბარსელონა აიაქსს სამივე ფეხბურთელში ჯამში 170 მილიონი ევროს გადაუხდის.

კატალონიელებს თვალი მხოლოდ ჰოლანდიელ მოთამაშეებზე არ უჭირავთ. უკვე დაიწერა, რომ ბარსელონაში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერნესტო ვალვერდეს სავარაუდო შემცვლელად აიაქსის თავკაცის, ერიკ ტენ ჰაგის კანდიდატურაც განიხილება

კომენტარები

ბოლო ამბები