Thumbnail

RIOT შენ მოგცემს საშუალებას აირჩიო, თუ რომელი ჩემპიონი განახლდება

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Riot Games-მა გეიმერებს ხუთი ჩემპიონიდან ერთის არჩევა სთხოვა
  • ხმის მიცემა 15 მაისამდე გაგრძელდება
  • განახლებული ჩემპიონი 2020 წელს გამოვა

ვინც League of Legends-ს თამაშობს, ყველამ იცის, რომ ჩემპიონის 'რევორქი', ანუ სრული გადაკეთება, არც თუ იშვიათია. ეს, განსაკუთრებით იმ ჩემპიონებზე ვრცელდება, რომლებიც თამაშში პირველივე დღეებიდან იყვნენ, ან მრავალი წლის წინ გამოვიდნენ და LoL-ის თანამედროვე ტენდენციებს მხარს უბრალოდ ვეღარ უბამენ.

Riot Games-ს ინოვაციური იდეა გაუჩნდა. კომპანიამ გადაწყვიტა, რომ თავად გეიმერებმა შეარჩიონ ის ჩემპიონი, რომელსაც 'რევორქი' გაუკეთდება. ხმის მიცემა 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და მასშ მონაწილეობის მისაღებად, უბრალოდ უნდა შეხვიდეთ ვებგვერდზე და ხმა მისცეთ ხუთიდან ერთ ჩემპიონს. ლოგიკურია, რომ Riot იმ გმირს შეცვლის, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. გაითვალისწინეთ, რომ ხმის მიცემის შემდეგ, გადაწყვეტილებას ვეღარ შეცვლით, ასე რომ - არჩევნის გაკეთებამდე კარგად დაფიქრდით.

Riot Games-ის გენერალურმა პროდიუსერმა რაიან 'Reav3' მირელესმა ის ხუთი ჩემპიონი წარმოადგინა, რომელსაც 'რევორქი' სჭირდება. 

Fiddlesticks, Dr. Mundo, Nocturne, Shyvana, Volibear

საფრთხობელა Fiddlesticks-ს ძირითად სამ უნარს შეუცვლიან, თუმცა საბოლოო (Ultimate) უნარი - 'ყვავების შტორმი' იგივე დარჩება. ეს ჩემპიონი დიდი ხანია 'სარევორქე' სიაშია მოხვედრილი. Riot-ის სურვილია მას მაგი ჯანგლერის ფუნქცია დაუბრუნოს და საფრთხობელას საბოლოო უნარი -  ყვავების შტორმი (Crowstorm), უფრო ეფექტური გახადოს.

Fiddlesticks

გიჟ ექიმ Dr. Mundo-ს 'W' და 'E' უნარებს შეუცვლიან, თუმცა ნიშა, რომელიც მას უჭირავს, უცვლელი დარჩება - მუნდო კვლავ ძალიან რთულად მოსაკლავი 'ტანკი' იქნება. ამ ჩემპიონის ანიმაციები ძალიან მოძველებულია, მაგრამ უნარების ნაწილი ახლაც რელევანტურია. თუკი Riot-ს ამ ჩემპიონის განახლება მოუწევს, ისინი აქცენტს ვიზუალურ მხარეზე გააკეთებენ. 

Dr. Mundo

Nocturne ვიზუალურ და გეიმფლეი განახლებას მიიღებს. 'უსახო ჩრდილი' საინტერესო იმითაა, რომ მას,  მისი საშიში და მომაკვდინებელი გარეგნობიდან გამომდინარე, LoL-ის ბევრი ახალი მოთამაშე ირჩევს, მაგრამ მათი უმეტესობა მალევე გადადის სხვა, უფრო ეფექტურ ჩემპიონზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ განახლების შემთხვევაში Nocturne ნამდვილად იქცევა 'ცოცხალ კოშმარად' (Living Nightmare) და მას უფრო ღრმა და დამაკმაყოფილებელი საბაზო უნარები ექნება, ვიდრე ახლა აქვს.

Nocturne

ნახევრად მოკვდავი და ნახევრად დრაკონი Shyvana-ს შემთხვევაში, პრობლემა მისი საბოლოო უნარი - 'დრაკონის ფორმაა'. კომპანიას სურს ჩემპიონი კიდევ უფრო დაუახლოოს მის ისტორიას. Shyvana-ს 'რევორქის' შემთხვევაში, დრაკონის ფორმასა და ადამიანის ფორმას შორის განსხვავება გაიზრდება. სავარაუდოა, რომ საბოლოო უნარის გამოყენების შემდეგ, ჩემპიონის სამი ძირითადი უნარი შეიცვლება.

Shyvana

ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს მებრძოლ დათვ Volibear-ზე. ვიცით, ის, რომ უნარების გაუმჯობესება მისთვისაც იგეგმება. Voli, Fiddle-ს მსგავსად, უკვე დიდი ხანია იმ ჩემპიონების სიაშია, რომლებითაც ძალიან იშვიათად თამაშობენ. Riot-ს მიზნად აქვს დასახული ჩემპიონს უნიკალურობა შესძინოს და აქციოს ფრელიორდის დამცველ ნახევარღმერთად, რომელიც ელვას აკონტროლებს.

Volibear

ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ ამ განახლებებს მალე არ უნდა ველოდეთ. Riot Games-ის თქმით, გამარჯვებული ჩემპიონი 'რევორქს' 2020 წელში მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები