Thumbnail

ანრი ეგუტიძეს ტატამზე მობილური ტელეფონი დაუვარდა და წაგება ჩაეთვალა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე კურიოზული შემთხვევა მოხდა
  • პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველი მეორე წრეში დამარცხდა

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე კურიოზული შემთხვევა მოხდა. პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძე მეორე წრეში შვედ მეტოქეს, რობინ პაცეკს დაუპირისპირდა, თუმცა ორთაბრძოლა სულ რამდენიმე წამი გაგრძელდა.

ანრი ეგუტიძეს კიმონოში მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა, რომელიც ტატამზე დავარდა. არბიტრმა ორთაბრძოლა შეაჩერა და პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველს წაგება ჩაუთვალა. ბუნებრივია, გრანდ სლემზე მობილურ ტელეფონთან ერთად ჭიდაობა აკრძალულია.

კომენტარები

ბოლო ამბები