Thumbnail

ბაქოს გრანდ სლემი | გრიგალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრების აქტივში ჯერჯერობით ერთი მედალია
  • პირველ დღეს, თემურ ნოზაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

ბაქოში მიმდინარეობს 2019 წლის ძიუდოს გრანდ სლემი. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარუმატებლად იასპარეზა ბექა შავდათუაშვილმა. ქართველმა ძიუდოისტმა პირველივე ორთაბრძოლა ბერძენ გეორგიოს აზოიდისთან გამართა და დამარცხდა. შესაბამისად, გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას.

-81 კილოგრამში წარმატებით ასპარეზობს ტატო გრიგალაშვილი, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ტატომ ჯერ რუმინელი ვლად ვისანი დაამარცხა, შემდეგ ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტს მოუგო, შესამე წრეში მასპინძელი მურად ფატიევი დაამარცხა და მეოთხედფინალში შვედ რობინ პაცეკსაც სძლია. სამწუხაროდ, ტატომ ნახევარფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვის ბარიერი ვერ გადალახა და ბრინჯაოს მედლისთვის ბერძენ ნტანაციდისს დაუპირისპირდება.

ტატო გრიგალაშვილის ორთაბრძოლა მურად ფატიევთან

ამავე წონაში ასპარეზობს ნუგზარ ტატალაშვილი, რომელიც სამწუხაროდ მესამე წრეში დამარცხდა. ქართველმა ჯერ მონტენეგროელი მეტოქე დაამარცხა, შემდეგ კი ხორვატი, მაგრამ ებრაელ საგი მუკისთან ვერაფერი გააწყო.

კომენტარები

ბოლო ამბები