Thumbnail

ძირს დაცემული პუტინი - რუსეთის პრეზიდენტს ჰოკეის მატჩში კურიოზი შეემთხვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში, ჰოკეის გალა-მატჩში მიიღო მონაწილეობა
  • პუტინი გულშემატკივრების მისალმებისას წითელ ხალიჩას წამოედო
  • რაც მთავარია, რუსეთის პრეზიდენტმა 9 შაიბა შეაგდო, მისმა გუნდმა კი მოიგო 

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სოჭში, ჰოკეის თამაშის დროს კურიოზი შეემთხვა. ის არენაზე შეკრებილ გულშემატკივრებს ესალმებოდა, როდესაც მოედანზე დაფენილ წითელ ხალიჩას წამოედო და დაეცა.

სოჭის ყინული დარბაზში გალა-მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთამანეთს სამოყვარულო ლიგის ნაკრები და "ჰოკეის ლეგენდების" გუნდი დაუპირისპირდნენ. რუსეთის ლიდერმა "ჰოკეის ლეგენდების" შემადგენლობაში, 11-ნომრიანი მაისურით ითამაშა და 9 შაიბა გაიტანა. შეხვედრაც, რა თქმა უნდა, პუტინის გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 14:7. მატჩში მონაწილეობა, ჰოკეისტების გარდა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმაც მიიღო.

პრეზიდენტს კურიოზი მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრების მისასალმებლად საპატიო წრის შესრულებისას შეემთხვა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პუტინს სპორტში არ უმართლებს. ცოტა ხნის წინ მან ტრავმა ძიუდოისტებთან ჭიდაობისას მიიღო. 

მეტი ამ თემაზე: პუტინი ტრავმირებულია - რუსეთის ლიდერის სპარინგი ოლიმპიურ ჩემპიონთან  

კომენტარები

ბოლო ამბები